ფშარაოს ლოცულობს ლუთხუბი (გუდამაყარი) და აფშოს ლოცულობს ფშავი
მაჩაგნის ჯვარი და ფშარაველი
მაჩაგნის ჯორი და ფშარაველი ყოფილა პირველა სალოცავები. არც ფუცანგელოზი იყო, არც სხონი ღთიშვილნი. უთქომს ფშარაველსა, სალოცავია, კაცი კი არ არი, რო: მაშინდელი ვარ ფშარაველიო, ბარიდანაო ულამი მამდიოდაო. სხვა ღთიშვილნი არცა იყვნენო, მაჩაგნის ჯორი ნავარდობდაო. მანდაც ირმები იკლოდა, სხო საქონელიცა: ხარი, საკლავი
გუდამაყარში ჩაწერილი - მითები, ანდრეზები, ლეგენდები მაჩაგნის ჯვარი და ფშარაველი მაჩაგნის ჯორი და ფშარაველი ყოფილა პირველა სალოცავები. არც ფუცანგელოზი იყო, არც სხონი ღთიშვილნი. უთქომს ფშარაველსა, სალოცავია, კაცი კი არ არი, რო: მაშინდელი ვარ ფშარაველიო, ბარიდანაო ულამი მამდიოდაო. სხვა ღთიშვილნი არცა იყვნენო, მაჩაგნის ჯორი ნავარდობდაო. მანდაც ირმები იკლოდა, სხო საქონელიცა: Јარი, საკლავი. მაჩაგნის ჯვარი `მაშინდელი ვარ მაჩაგნის ჯორიო, მაშინდელიო, როცა ჩემს სამსახურში სამოცი ცალთოლიანი მოდიოდაო“. ეხლა ორთოლიანი რამტვენი-ღა იქნებოდა, რა ვიცი, აბა! მაღლა სერზე კოშკია, მაჩაგნის ჯორს ვეძახით. ვისაც მიზეზი გამაუვიდოდა, უნდა მსახურებულიყო. ფშარაულა აქ ფშარაულა არი. ფშარაულა ადრე იყო, ბაზალეთის ტბა ხო იცი, იქ. ჰო, იქ იყო ერთი ხვნა-მთესავი კაცი, ადრე ხო ხარებითა ხნავდნენ, ჰოდა, ერთი დროა _ ექვივნა გულადა¡ იმას, იმ გუთნიდედას, გულადა¡ ერქვა _ ერთი დროა და ხარი დაუვარდა იმას, აღარ გა¡სწივა ეგა. ხოდა, გაიხედა და ხარი მოდის ერთი ისეთი, რო იმის ხარებზე უკეთესი. თქო ამ კაცმა, დღეს რატო უნდა გავცდე, ამ ხარს ჩავაბამ და მოვხნავ. შააბა მართლა ეს ხარი და ეს ხარი იყო დევი, ხარი კი არ იყო, ეს იყო დევი, დევი ხო იცით, რაც არი. ეს ხარი რო შააბა, ცოტა ხან გაიარ-გამაიარა და მერე გადაიწივა ამ ახალმა ხარმა, დევმა, ტბაში უნდა შეიტანოს ეს მთელი ხარ-გუთანი კაცით, ყველაფრით. ხოდა, ეს გულადა ისეთი მაგარი იყო, რო, ის გუთანი რო დაიჭირა, ვერ მეერივა, ვერ შეიტანა იქ. რო ვერ მეერივა და ვერ დაძრა, მერე გამოუცხადა, გამოტყდა, რო ეს დევი იყო. უთხრა, ვიჭიდავოთო. ვიჭიდავოთო, გულადამაც უთხრა. მერე დაიჭიდნენ და ამ გულადამ წამააქცივა, გულადამ წამააქცივა ეს დევი. ამას ხო შერცხვა, რა. მერე უთხრა, რო, რამდენიც გინდა, იმდენ ოქრო-ვერცხლს მოქცემო, იმდენ ფულს მოქცემო, ოღონდ არა ¡თქვა, რო წამამაქცივე. ხოდა, მერე შეჰპირდა, მაიღო ოქრო, ვერცხლი, ფული, რაცაა, დევისგან და შეჰპირდა, რო არ ვიტყვი არსად, რო წამააქცივა. თუ ეს თქვიო, ესეთი პირობა დადეს, თუ ¡თქვი, ყოველ დღეობაში ერთი კაცი, ერთი ქალი ჩემია, დევმა უთხრა. კარგი ეგრე იყოს, შე¡თანხმდნენ ესე და ამან, ამ გუთნიდედამ არა თქვა არაფერი, მაგრამ ცოლს ხო მიუტანა ეს სიმდიდრე, ოქრო, ვერცხლი, რაღაცეები. ჰო, ამ ქალმა _ ქალს, ხო იცით, ცოტა მსუბუქი ჭკუა აქვს _ ამ ქალმა ვერ მოითმინა, გაიგე? ვერ მოითმინა და ადგა, მეზობელს უთხრა... თუ იცით, ნუ მათვლეინებთ... იმ მეზობელს უთხრა, იმას უთხრა, იმას უთხრა და გაიგო ხალხმა. ფიცი გატეხა ამ გუთნიდედამ იმიტომ, რო... ხო გატეხა ფიცი? მერე პირობა პირობა იყო. ყოველ დღეობაში _ ბაზალეთის ტბაზე იყო ადრე ფშარაველი. საგანძური და სიწმინდეები შესანახად მთაში ამოქონდათ ბარში მტრის შემოსევების დროს. აი, ფშარაველი ახლა აგერ არი მაღლა დაბძანებული (ხელს იშვერს მთისკენ). ადრე იყო ბაზალეთში. აი, მაგის ისტორია გითხარ, ფშარაველის ისტორია _ ხოდა, ყოველ დღეობაში ერთი ქალი, ერთი კაცი, რომელიც მეეწონებოდა დევსა, მიუდიოდა, კლავდა, ¡ჭამდა. ადრე ხო იყო ეგეთი მომენტი, კერპთაყვანისმცემლობა იყო. ეხლა რო სალოცავებს ვლოცულობთ, ადრე იმ დევს ლოცულობდნენ, კერპები იყვნენ, დევ-კერპნი. მერე ერთხელ, ორჯერ, ერთი წელი, ორი წელი, სამი წელი და ახლა ხალხმა გაიგეს, რო ამ გულადამ პირობა დაარღვივა და ქალი და კაცი იმიტო მიუდის. გახდა იძულებული ეს გულადა და თქო, რო ამ ფშარაველს წავაბძანებ და სადმე უნდა დავმალო ისეთგან, რო დევმა ვეღარ გაიგოს. მაიფიქრა და წააბძანა ეხლა ეს ფშარაველი იქიდანა და, აი, ფშავისა და გუდამაყრის საზღვარია ეს მთა, იქ დააბ- ძანა. ხოდა, რა იქნა ეხლა, ეს დღეობა აღარ არი იქა. მერე დევმა გაიგო ისევ, რა თქმა უნდა, საცა წააბძანა და საცა არი დღეობა და მიაკითხა იქაც. იქაც მიუდის უკვე თავისი ნორმა, თავისი გეგმა, რაცა აქ. პირობა რაც ქონდა, იქაც არჩევს ქალს და ბიჭსა. იქ წყალი არი კლდეებშია ერთი, იმას ეძახიან დევის წყალს, იქ ჩაუდიოდა ეს ქალი და ბიჭი. მერე, თუ გაგიგონიათ კოპალე და იახსარი, სალოცავი მთა ფშავში. ხატობა როა, დააბძანეს ის ხატი, ფშავმაც გაიგო, ყველამ, და ყველა მოდიოდა სალოცავად. ამოვიდა იქიდან ხალხი, გაიგეს, რო ის დევი იქ არი, ისევ მიუდის ქალი და ბიჭი. ამოვიდნენ და რო ჩავიდნენ, კოპალეს შეატყობინეს, რო ესეთი ამბავია იქ. ეს ხო ახალი ხატობა დაიწყო. ა ესეთი ამბავია, დევი მოდის და მიუდის ქალი და ბიჭი, რომელიც მეეწონება, სად მიუდის, შე¡სჭამს თუ რასაც უქნა, რა ვიცი. ეს კოპალა და იახსარი ძმები იყვნენ. ხოდა, ამათ, ამათ რო შეიტყვეს _ ესენი დევ-კერპებს ებრძოდნენ _ წამოვიდა ერთ დროს ეს კოპალე და ამოვიდა ხატში. უყურებს ახლა, როდის მოვა დევი. მოიდა, მოიდა, აარჩივა კარგი ქალი და ბიჭი, რომელიც მეეწონა. ეს კოპალე ზდაროვი იყო. ხოდა, რო აარჩივა ქალი და ბიჭი იმ დევმა, უნდა წაიყვანოს, საცა კი უცს. ამ კოპალემ უთხრა, რო ეს ბიჭი დატოვეო, მე წამიყვანეო, მე უფრო დიდი არა ვარო? უცქირა, და¡ხედა იმას და თქო, რო ეს ჯობია. წამოდიო. დევის წყალზე რო გადარეკა, კოპალეს დევმა უთხრა, რო ჩამიძეღ წინაო. არაო, მე რა ვიციო, შენ ჩამიძეღ წინაო, მე რა ვიცი, სად წავიდეო, _ ამ კოპალემ უთხრა. ის დევი რო ჩაუძღვა, მამყეო. იმან და¡კრა მაშინ ლახტი. ლახტს ეძახოდნენ, აი ესეთი იყო... ესე იგი რო ტყვიაზე მეტი იყო, ხმალზედაც მეტი იყო და ყველაფერზედაც ის ლახტი. ეს ლახტი რო და¡კრა და გააგლიჯა თავი ამ დევს, აქეთკენ გამოგორდა, საცა ხალხი ისხდა, მლოცავი საცა იყო. ხოდა, რო წავიდნენ, კოპალემ უთხრა: აქ ესე-ესე მოხდებაო ეხლაო და ხმა არავინ ამაიღოთო. ეს თავი გამოგორდა და, ვაიმე, გავსქდი, ვაიმე, გავსქდი, _ ეს თავი იძახის. ერთ-ერთი მოხუცი _ მოხუცი, ხო იცი, ცოტა ბავშური ჭკუა აქ, იმან ხო გააფრთხილა, არაფერი არა ¡თქვათ, რაც გინდა რა იყოს _ ადრევე გასახეთქი იყავ და ძლივსა გა¡სქდიო. ბებერმა რო დაიძახა, მოხუცმა ქალმა, რო ადერევე გასახეთქი იყავო და ძლივს გა¡სქდიო. ეს რო თქო, დაიძახა და მოიდა ქვის სეტყო, ქვისა მოიდა ისეთი მსხვილი, რო ეს ხალხი, ეს მლოცავი სუ მთელ გა¡წყვიტა. აბა, როგორ გადარჩებოდა. აი, დღეს რო მიხვიდე იმ ფშარაველში, ის სასაფლაოები, როგორც ისხდა ხალხი და როგორც არი, ისეა დასაფლავებული.
მთის შვილნის მიერ მოძიებული ინფორმაცია
No comments:
Post a Comment