როშკის დიდგორის ჯვარი

ქოსტში მბურდულ წიკლაურთა საერთო სალოცავი დიდგორის ჯვარი.
ერთი ბურდული უნდა ყოფილიყო ხატში და ისე ემასპინძლათ სტუმრებისათვის.



ფოლკლორისტიკის კათედრის შრომები
თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტი

ჯვარ-ხატთასადიდებლები


ტექსტები შეკრიბეს, შესავალი, ლექსიკონი და
საძიებლები დაურთეს
ზურაბ კიკნაძემ, ხვთისო მამისიმედიშვილმა და ტრისტან მახაურმა


თბილისი
1998


42. ხუცობა როშკის დიდგორის ჯვარში
    ღმერთმა ადიდას შენ ძალი, შენ სახელი, დიდო დიდგორ ვეშაგო გიორგიო, შენ უშველე შენთ ყმათ, როშკიონთ. შენ დავლათი დაახმარი. ნაძახნებ გაუგონ, დალოცვილო, შენთ ყმათ შენს ხსენება-დიდებაზედა-დ შამაძახილზე ნუ გაუწყრები. მე შენდ შამამიხვეწებიან შენ ყმანი, დიდო გიორგიო, შენ შენს გამჩენს ღმერთს შაახვეწენი. წელ მშვიდობისა, ღალიან-ბარაქიან დაუყენე, მშვიდობით ატანილ ცელ-ნამგალი მშვიდობით დაადები, მარცხი-ბირკოლ მააშორი, სახელიან ზღვენი-სანთელ აიტანი, ღმერთი შენს ბატონობას გაუმარჯვებს.
    მეორეზე ახსენებს როშკისგორ მთავარანგელოზს. როგორც გიორგის, ასეთივ მახსენებით მაახსენებს მთავარანგელოზისად დასაკლავს საკლავსაცად ახვეწებს ყმათ, როშკიონთ.
    მესამეს საკლავზე ახსენებს კვირაეს ძალიან-მადლიანს, ხთის მაღლის მოკარვეს, ანგელოზთ მეუფროსეს (როშკაში ასეთის სიტყვებით ახსენებენ ხუცები და მკითხავებიც კვირაეს). აქაც შაახვეწებს გიორგის ყმათ რო უშველას კვირაემ. მახსენებას მახყვების ხუცობაი, ხუცობას – კურთხევაი.

No comments:

Post a Comment